ისლამური ფუნდამენტალისტური მოძრაობა თალიბანი რუსეთსა და უკრაინას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მოწოდებით მიმართავს. ამის შესახებ განცხადებას ე.წ. ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, აბდულ კახარ ბალხი ავრცელებს.
“თვალს ვადევნებთ რუსეთსა და უკრაინას შორის საომარ კონფლიქტს და მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდებთ. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს იმგვარი მოქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ძალადობა გამოიწვიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
განაცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისლამური საამირო ასევე მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, ყურადღება გამოიჩინონ უკრაინაში მყოფი ავღანელი სტუდენტებისა და მიგრანტების მიმართ.