საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საფრანგეთს აშფოთებს რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმა საქართველოსა და მოლდოვაზე. ამის შესახებ მან რადიო France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.
“საფრანგეთს აშფოთების რუსეთის შესაძლო თავდასხმა საქართველოსა და მოლდოვაზე. ვგმობთ რუსეთის მიდრეკილებას, ჩაერიონ სხვა ქვეყნების საქმეში”, – აცხადებს ჟან-ივ ლე დრიანი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კრიზისი შეიძლება, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე სწრაფად გამწვავედეს.
“რუსეთმა, შესაძლოა, დნესტისპირეთის სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობით, გამოსცადოს დასავლეთის სიმტკიცე
“პუტინს შეუძლია ასევე გამოსცადოს დასავლეთის სიმტკიცე სეპარატისტულ დნესტრისპირეთზე კონტროლის დამყარების მცდელობით, რომელსაც მოლდოვასგან ე.წ. დაოკიდებლობა აქვს გამოცხადებული”, – ამბობს დრიანი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკვე მეორე დღეა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.