საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 482 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 32 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 14 603 პაციენტი.
stopcov.ge-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით 35 583 პირს ჩაუტარდა – დადებითობის დღიური მაჩვენებელი 21,03 პროცენტია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 020 პაციენტი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები ის რაოდენბა 599-ია, ხოლო კარანტინის რეჟიმში ოთხი ადამიანია.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 811 285 პირი, დღიურად აცრილთა რაოდენობა 2 532-ია.