უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე მილეროვოს აეროდრომზე განახორციელა თავდასხმა. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ-გამოცემა Блокнот წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
არსებობს ვერსია, რომ აეროდრომზე დარტყმა Точка-У-ს სარაკეტო კომპლექსის საშუალებით იქნა მიყენებული. ასევე ვრცელდება ცნობები დაჭრილების შესახებ.