ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოს უმსხვილესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთს კიბერ ომს უცხადებს

მსოფლიოს უმსხვილესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა.

“Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად არის ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ კიბერნეტიკულ ომში”, – ნათქვამია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, Anonymous-ის სამიზნე უკვე გახდა რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია Russia Today რასაც RT-ის ვებ-გვერდის გათიშვა მოჰყვა.

ჰაკერულმა დაჯგუფებამ პუტინის რეჟიმისთვის კიბერ ომის გამოცხადების გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.

იტვირთბა....