ახალი ამბები პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ამ მძიმე პერიოდში, მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია გადამოწმდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ამ საკმაოდ მძიმე პერიოდში, მნიშვნელოვანია ყველა ინფორმაცია გადამოწმდეს, რათა საზოგადოება არ იქნას შეყვანილი შეცდომაში. დაზუსტებისათვის უნდა ითქვას, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ჩარტერული რეისით კიევში აპირებდა გაფრენას, თუმცა, პრეზიდენტმა ვიზიტი პრემიერ ღარიბაშვილის დაჟინებული მოთხოვნით გააუქმა.
იტვირთბა....