ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი: რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

ზელენსკის განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას. ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს წირავენ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს 1986 წლის ტრაგედია. ამის შესახებ შევატყობინე პრემიერ-მინისტრს, ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპისთვის”,- წერს  ზელენსკი “ტვიტერში”.

იტვირთბა....