ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლატვიამ და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებს ვიზების გაცემა შეუჩერა

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა ინფორმაცია ტვიტერზე გაავრცელა. მისივე თქმით, ლატვიამ რუსეთიდან თავისი ელჩი გამოიწვია.

ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები უკრაინაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

მანამდე, რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკამაც. ქვეყანამ გენერალური საკონსულოების მუშაობა შეაჩერა რუსეთის ორ ქალაქში – სანქტ პეტერბურგსა და ეკატერინბურგში.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, ვიზის თაობაზე განცხადებების მიღებასთან დაკავშირებით გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარული ნიშნით დაიშვება.

შეგახსენებთ, რუსეთმა დღეს გამთენიისას, უკარინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

იტვირთბა....