ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

შარლ მიშელი: რუსეთს ევროკავშირი და მისი მოკავშირეები პასუხს აგებინებენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის საკითხთან დაკავშირებით დღეს ევროსაბჭო შეიკრიბება.

მისი თქმით, საბჭო უკრაინის დასახმარებლად შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა უპრეცედენტოა ევროპის მიწაზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ეს არის თავდასხმა უკრაინის თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოზე და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, კანონის უზენაესობის სისასტიკის უზენაესობით ჩანაცვლება, თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროპაში, ასევე ევროპული კავშირის ფუნდამენტზე, ყველა ევროპელის მშვიდობის და კეთილდღეობის პროექტზე. ევროკავშირი და მისი წევრები სხვა მოკავშირეებთან ერთად რუსეთს პასუხს აგებინებენ. ევროპული საბჭო შეიკრიბება დღეს და შეთანხმდება მასობრივი და მიზნობრივი სანქციების პაკეტზე. ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე უკრაინისთვის და მისი მოსახლეობისთვის. უკრაინულ ქალაქებზე დარტყმები მიიტანეს, უდანაშაულო ადამიანები მოკლეს, კაცები, ქალები, ბავშვები საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ და მათ სჭირდებათ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა ისე, როგორც არასდროს. ასევე, განვიხილავთ უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიის გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ შედეგებს”, – განაცხადა მიშელმა.

იტვირთბა....