მსოფლიო პოლიტიკა

ერდოღანი: ჩვენს როლს შევასრულებთ, რათა უკრაინაში ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი უკრაინაში რუსეთის შეჭრას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს.

ერდოღანმა საკუთარ გამოსვლაში რუსეთის ქმედებები დაგმო.

მისი განმარტებით, მას სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ზელენსკისთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.

“ეს ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, დარტყმაა რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობაზე. გულწრფელად ვწუხვართ, რომ რუსეთი და უკრაინა, რომლებსაც ჩვენ მეგობარ ქვეყნებად მივიჩნევთ და რომლებთანაც ახლო პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობები გვაკავშირებს, ამ სახით აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ. 

ჩვენ ჩვენს როლს შევასრულებთ, რათა უკრაინაში ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა ერდოღანმა.

იტვირთბა....