ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Эхо Кавказа: ცხინვალი საქართველოს მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე რეაგირებისთვის ემზადება

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. როგორც Эхо Кавказа წერს, სხდომაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა “ლიდერმა”, ანატოლი ბიბილოვმა ოპერატიული შტაბის შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანიც “ყველა იმ პროვოკაციაზე რეაგირებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფაა, რომელიც შეიძლება, საქართველოს მხრიდან იყოს მოსალოდნელი”.

“პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის პრიორიტეტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აქვს. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დონეცკის სახალხო რესპბუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა სპეციალური ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ჩაერთონ ამ პროცესებში, ვგულისხმობ გარე ძალებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარე ძალებს მიეკუთვნება საქართველო”, – აცხადებს ბიბილოვი.

შეგახსენებთ, რუსეთმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს გამთენიისას კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

იტვირთბა....