ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი: იარაღს ვურიგებთ ყველა მსურველს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში იარაღის დარიგება დაიწყეს.  როგორც გამოცემა UNIAN წერს, ზელენსკიმ საკუთარი მიმართვისას აღნიშნა, რომ იარაღი დაურიგდება ყველა უკრაინელს, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს.

“მტერმა სერიოზული დანაკარგები განიცადა. ჩვენ უკვე ვარიგებთ იარაღს და ასე გავაგრძელებთ ჩვენი მიწების დასაცავად. ყველა მსურველს შეეძლება იარაღის მიღება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მიმართვას, იარაღის თავისუფლად ტარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

იტვირთბა....