ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კუპრაძის ინფორმაციით, ქართული სასტუმროები უკრაინელებს დროებით თავშესაფარს სთავაზობენ

პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი სასტუმროები უკრაინელებს დროებით თავშესაფარს სთავაზობენ. ამის შესახებ კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
“,,მგზავრები ჯგუფი” მზადაა ბათუმში, ბაკურიანში, გონიოში, თბილისში თავისი სასტუმრო კორპუსები დაუთმოს უკრაინელ ბავშვებს-ქალებს და ომის მსხვერპლებს, რომ დროებითი თავშესაფარი ჰქონდეთ ომის მიმდინარეობისას; სასტუმრო “რჩეული მარანი თელავი” 30 ნომრიან სასტუმროს დაუთმობს თავშესაფრად უკრაინის მოქალაქეებს;  + სასტუმრო BEST Hotel, თბილისი”, – წერს კუპრაძე ფეისბუქზე და და დასძენს, რომ მოქალაქეებიც გამოთქვამენ თითო ოჯახის სტუმრად მიღების მზადყოფნას.
ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს უკრაინელი ქალებისა და ბავშვებისთვის დროებითი თავშესაფრის შეთავაზების ინიციატივით მიმართა.
“საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს მივმართავ, გამოიჩინეთ უმაღლესი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეთ ქვეყნის ღირსება, შესთავაზეთ დროებითი თავშესაფარი ქალებს-ბავშვებს უკრაინიდან, სანამ ომი იქნება მათი სიცოცხლისთვის საფრთხე. დღეს ქვეყნის ღირსების შენარჩუნება ისევ ჩვენვე უნდა შევძლოთ და ჩვენი ხმა ისმოდეს”, – წერდა კუპრაძე.
იტვირთბა....