ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რადას სპიკერი: დეპუტატებს შორის ვინც კიევს დატოვებს, ის მოღალატეა

რადას სპიკერი, რუსლან სტენფანჩუკი რადას დეპუტატებს კიევში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ის დეპუტატები, რომლებიც კიევს და უკრაინას დატოვებენ, მოღალატეებად ჩაითვლებიან.

“თხოვნით მოგმართავთ – ყველა სახალხო დეპუტატი დარჩეს კიევში. ვინც წავიდა, ის მოღალატეა”, – წერს სტენფანჩუკი ფეისბუქზე.

რუსლან სტენფანჩუკის თქმით, ახლა წყდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, გლობალური უსაფრთხოების ბედი.

“ახლა არა მხოლოდ უკრაინის მომავალი წყდება, არამედ, გაიკრვევა, როგორი ცხოვრება იქნება ევროპაში. იმაზე, თუ როგორ უპასუხებს მსოფლიო ამ აგრესიას, დამოკიდებულია გლობალური უსაფთხოებაც. რაც უფრო ძლიერი იქნება ცივილიზებული ქვეყნების რეაქცია, მით უფო მალე იქნება შესაძლებელი მშვიდობის აღდგენა. აგრესორმა საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს”, – ამბობს რადას სპიკერი.

შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

იტვირთბა....