ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რადამ უკრაინის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ბრძანებას ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე. გადაწყვეტილება 24 თებერვალს, კიევის დროით 00:00 საათზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება გარდა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა, სადაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2014 წლიდან მოქმედებს.

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 30 დღის განმავლობაში იქნება გამოცხადებული და საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტს მისი გახანგრძლივების უფლება ექნება.

ამას წინ უძღოდა 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება.

იტვირთბა....