ახალი ამბები პოლიტიკა

სუბარი: საქართველო მოქმედებს ძალიან მკაფიოდ საქართველოსა და უკრაინის ინტერესების შესაბამისად

საქართველო მოქმედებს ძალიან მკაფიოდ საქართველოსა და უკრაინის ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

“როდესაც 2008 წლის ომი მოხდა, მაშინ სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი ზომები არ გაატარა. ასევე სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება ამას არა თუ შეეგუა, პირიქით, თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს და ევროსაბჭოს 2 ოქტომბრის რეზოლუციაში რუსეთზე თავდასხმა საქართველოს დააბრალეს. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ არაფერი გააკეთა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას უფრო მკაცრი რეაგირება ჰქონოდა. საბედნიეროდ, დღეს საერთაშორისო საზოგადოება შეცვლილია და უკრაინის მიმართ მათი პოზიცია გაცილებით უფრო მკაფიო და ნათელია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

იტვირთბა....