ახალი ამბები პოლიტიკა

ამას შესწირეთ საქართველოს სახელმწიფო…აი, ამიტომ ვართ ასეთ დღეში – ფრანგიშვილი

ვერ გეტყვით, თუ რამდენად რეალური და ნაღდია ეს სია და მასზე ხელმომწერები.
თუკი მართლა ამდენი აშკარად და პირდაპირ პუტინის პიროვნული მონა ,,ორგანიზაციაა,, საქართველოში.

აქ მე პრორუსულს ვაცალკევებ, იმიტომ რომ პრორუსი კიდე სხვაა…ეს ხალხი პუტინის პირადი მონებია, გაცხადებულნი და ამაყი იმით რომ მონებია და თუ მართლა ამდენი ორგანიზაციაა, რომელსაც პუტინის მონობა ეამაყება,  მაშინ მე გეტყვით აბსოლუტურად და ასი პროცენტით, ეს რისი ბრალია.

ეს 1 %ითაც კი არაა რუსის ან პუტინის ან პუტინის ფულის ბრალი.
სახალხოდ ქაქს მიირთმევდე ფულის გამო და ამბობდე რა გემრიელიაო, ამას ,,რეალიტი შოუს,, მესამე ხარისხის ვითომვარსკვლავებიც კი არ აკეთებენ, რომლებიც ფულის გულისთვის ჭიაყელას სასქესო ორგანოებს მიირთმევენ.

კი მიირთმევენ, მაგრამ, გული ერევათ, საჯაროდ ერევათ გული.
ამ ხალხმა კი სიამოვნებით და მოწიწებით აღიარეს, რომ რუსის ქაქი ნუტელაზე გემრიელიაო, და ამას აქვს მიზეზი.
შორიდან დაწყება არ უნდა სულაც ამ მიზეზის ახსნას.
მიზეზია ის, რომ ფასეულობას რაღაც მომენტში მიაფურთხებ…ჯერ თვალს წაუხუჭავ და იტყვი, გავერთიანდეთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, სულერთია ვინ და რა ხარ, მთავარია გავერთიანდეთ და ერთად ვიყოთ, რაღაცა ,,კაი საქმისთვისო”

აი აქედან იწყება ამ ქაქში სიამოვნებით კაიფი.
აი ამ უმარტივესი და საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისათვის კარგადაც მისაღები იდეით იწყება ეს ქაქი.
ეს ქაქი იმით იწყება, რომ ხაზარაძის გამოცხადებულ ,,ას უკრაინელ ობოლ ბავშვზე ვიზრუნებთ,, განცხადებას აღიქვამ ,,ქველმოქმედებად,, და ,,კარგ საქმედ,,
იწყება იმით, რომ სახელმწიფოს დამაარსებელს, ხელახლა რომ დაგიარსა სახემწიფო 300 წლის შემდეგ, ციხეში ამყოფებ და მასთან სუკის ნასედკებს ,,ატარებ,, ციხეშიც კი კაგებეშნიკი ნაძირალების გარემოცვაში ამყოფებ და ეს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს უბრალოდ მოსწონს
,,აბა რა ეგონა ბიზნესი რომ სახელმწიფოზე გადააფორმებინა ამას და იმას,,?
,,აბა რა ეგონა, იარაღიანს რომ გაუფრთხილებლად ესროდა პოლიციელი,,?
,,აბა რა ეგონა, ციხეში რომ ,,დედავშინა,, ხელკეტით ამოძირკვა,,?
ღირსია
,,იმედი,, დაარბია და რა ეგონა?
იმედი რომ უპირველესი რუსი ქაქი იყო, ეს არ გაინტერსებთ.
ბურჯანაძე რომ პუტინის პირადი ქაქია, არც ეს გაინტერესებთ და ახლა ოპოზიციის ,,ლიდერად,, და ბიძინას ,,მოწინააღმდეგედ,, წარმოგვიდგენენ
აი ამის ბრალია ეს ყველაფერი.
საქართველოს მოსახლეობის 70% მაინც მომხრეა, რომ ბავშვის მკვლელი და მწამებელი სიკვდილით დაისაჯოს.
მაგრამ, სახელმწიფოს მკვლელი….სახელმწიფო იდეის მკვლელი, თუ სცემეს,
თუ ბიზნესი რომელშიც ცენტი არ გადაუხდია და იმ ბიზნესიდან მიღებული მილიონებიდან ცენტი გადასახადი არ გადაუხდია, აი ასეთ ბიზნესმენს თუ ბიზნესი წაართვა სახელმწიფომ,
აი ეს დიდ უსამართლობად აღიქმება და რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკკების ქარცეცხლი დატრიალდება.

ქურდების ნასედკა ფულის ამკრები, ობშიაკის ფულის ამკრები, რომელმაც პოლიციის მაღალ ჩინოსნებს დააწერა ფული, სცემეს, ამ მაღალჩინოსნებმა და გარდაიცვალა ეს ცემაში,
და ამას შესწირეთ საქართველოს სახელმწიფო.

ვინც არ უნდა იყოთ დღეს და სადაც არ უნდა იდგეთ დღეს,
გუშინ საქართველოს სახელმწიფო შესწირეთ და გასწირეთ
და დღეს გვევლინებით დიდი მესახელმწიფოვედ, დიდ ოპოზიციონერად,
აი ეს რომ ხდება და ამას რომ ვატარებთ და იმ ადამიანებს რომ ბევრი აღმერთებს, თუკი ორი კარგი სიტყვა თქვა დღეს სააკაშვილზე,
აი ამიტომა ვართ ასეთ დღეში.

 

აღნიშნულის შესახებ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, იაგო ფრანგიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

იტვირთბა....