ახალი ამბები პოლიტიკა

გიგა ბოკერია: მივიღეთ სრულიად აბსურდული, შეურცხმყოფელი მოწოდება კალაძისგან

მივიღეთ სრულიად აბსურდული, შეურცხმყოფელი მოწოდება კალაძისგან, რომ სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთ. მე ჯერ პრობლემა მაქვს ამ კონტექსტში პოლიტიკას როდესაც ხმარობ, როდესაც უკრაინის არსებობასა და არ არსებობაზეა ლაპარაკი.
მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, მთავარი კითხვა მაქვს, რომელ წესს ვარღვევთ ჩვენ, ან არღვევს საქართველოს მოქალაქე, ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით სტადიონზე? სად წერია ეს? ვისთვისაც საქართველოსა და უკრაინის დროშები არის შეურაცხყოფა და პროვოკაცია, იმის გრძნობებს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ?
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გოგა ბოკერია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
იტვირთბა....