მასაჩუსეტსის კოლეჯის 19 წლის სტუდენტს, რომელმაც რესტორანში მომზადებული ბრინჯის ატრიის ნარჩენები ჭამა, ხელის თითებისა და ორივე ქვედაკიდურის ამპუტაცია დასჭირდა. სამედიცინო ჟურნალის The New England Journal of Medicine ცნობით, მოზარდმა კერძის მიღებიდან ცოტა ხანში, მუცლის არეში ტკივილი იგრძნო, კანზე კი მეწამული ფერი გადაეკრა. ის შინაგანი ორგანოების დისფუნქციის სინდრომით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“პაციენტი შოკურ დგომარეობაში იმყოფებოდა, აღენიშნებოდა შინაგანი ორგანოების დისფუნქციის ნიშნები და გამონაყარი. მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. ჰქონდა ანომალური სუნთქვა, სისხლის მაღალი წნევა და ღებინება. “, – წერს NEJM სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით, რომელშიც აღნიშნულია, რომ დამატებითი ანალიზების აღების შემდეგ, პაციენტს მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს.
პაციენტს საავადმყოფოში ნეკროზი (უჯრედთა ჯგუფის სიკვდილი) განუვითარდა, რის შემდეგაც, ექიმებს მისთვის ორივე ფეხის ამპუტირება დასჭრდათ, მოზარდმა ხელის თითებიც დაკარგა. ამასთან, გულის უკმარისობის გამო, მას 13 დღის განმავლობაში კარდიოსტიმულაციის პროცედურა უტარდებოდა.
როგორც სამედიცინო ჟურნალში NEJM არის განმარტებული, ამ მდგომარეობას ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიები იწვევს და შესაძლოა, ლეტალური შედეგიც დადგეს. ექსპერტების განმარტებით, ისეთი საკვები პროდუქტები, როგორიცაა ბრინჯი და პასტა, Bacillus cereus-ის დასახელების ბაქტერიას შეიცავენ და სწორედ მათგან მომზადებული კერძების არასწორი შენახვა იწვევს მსგავს საფრთხეებს.
“ეს ბაქტერიები გაცხელებისას, ანაც ხანგრძლივი დროით დაყოვნების შემთხვევაში, ტოქსინებს გამოყოფენ, რის გამოც, ექსპერტები ბრინჯისა და პასტისგან მომზადებული საკვების არასწორი შენახვის რისკების შესახებ აფთხილებენ“, – წერს გამოცემა და მოჰყავს შემთხვევა, როდესაც 2019 წელს მოზარდი ძილის დროს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მორჩენილი მაკარონი მიირთვა, რომელიც მთელი ღამის მაცივრის გარეთ იყო დატოვებული.
სამედიცინო ჟურნალში ასევე აღნიშნულია, რომ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტის შემხვევაში, სამედიცინო ჯგუფმა დაადგინა, რომ ახალგაზრდას მენინგოკოკის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდა გაკეთებული, ხოლო მისი ოთახის მეზობელს, რომელმაც იგივე საკვები მიიღო, ექიმებისგან რეკომენდირებული ბუსტერ დოზაც ჰქონდა გაკეთებული და მას მხოლოდ პირღებინება აღენიშნა.