ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 230 შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე ღამეში ვირუსს 48 ადამიანი შეეწირა; გამოჯანმრთელდა 7 223 პაციენტი.
ბოლო 24 საათში კვლევა ტესტით 40 504 პირს ჩაუტარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 25,26 პროცენტია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 252 პაციენტი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 835-ია, ხოლო კარანტინის რეჟიმში შვიდი ადამიანია.