ყველა ადამიანს გააჩნია სისუსტე. გამოცემა “თაიმის” მიხედვით, შეყვარებული ქალების 5 სისუსტე კი ასე გამოიყურება:
1, პატიება – პატიების უნარი ადამიანის დადებითი თვისებაა, მაგრამ არა ყოველთვის. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შეყვარებულ ქალს შეუძლია აპატიოს მამაკაცს ყველაფერი, ღალატის ჩათვლითაც კი. უფრო მეტიც, შეცდომის განმეორების შემთხვევაშიც. ეს ქალების ნომერ პირველი სისუსტეა.
2, როცა ქალი უფრო წარმატებულია, ვიდრე მამაკაცი – ნაცვლად იმისა, რომ მამაკაცმა ამით იამაყოს, ხშირ შემთხვევაში კონკურენცია იწყება. ქალის მეორე მთავარი სისუსტე კი ამ ბრძოლაში პოზიციის დათმობაა. სტატისტიკის მიხედვით, ქალთა დიდი ნაწილი პირადი ბედნიერებისთვის კარიერულ პოზიციებს თმობს.
3, გადამეტებული იმედები – ფსიქოლოგების მიერ დადგენილია, რომ შეყვარებული ქალი პარტნიორისგან უფრო მეტს ელის და შესაბამისად, სტატისტიკა იმედგაცრუებული ქალების რაოდენობაზე მაღალია.
4, რომანტიზმის სურვილი – ქალბატონების უმრავლესობა, თუ არ გამოხატავს, ფიქრობს მაინც, რომ მას მილიონჯერ უნდა აუხსნას სიყვარული პარტნიორმა. ფსიქოლოგების კვლევით, შეყვარებული ქალის ერთ-ერთი სისუსტეა რომანტიზმის გადაჭარბებული დოზით მიღების სურვილი, რაც, დროთა განმავლობაში, ასევე იმედგაცრუების მიზეზი ხდება.
5, დაბალი თვითშეფასება- ცნობილია, რომ ქალბატონების უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას გარეგნობას უთმობს. და თუ მათი საყვარელი მამაკაცი და გარშემომყოფნი მუდმივად არ გამოხატავენ მათი გარეგნობით აღტაცებას, არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ. ქალბატონების ბოლო და მნიშვნელოვანი სისუსტე ურთერთობისას- მცდელობა იყვნენ სრულყოფილები. სრულყოფილება კი მიუღწეველია.