ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 44-ე პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, შტატების პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს. მისი ცხოვრების არცთუ ისე ცნობილ დეტალებს „ტელეგრაფი“ ავრცელებს:
1, ობამას საყვარელი ხელოვანი პაბლო პიკასოა
2, მის გარდერობში 11 წყვილი იდენტური ფორმის შავი ფეხსაცმელია
3, ობამას თქმით, მისი ყველაზე ცუდი ჩვევა სმარტფოუნის ხშირი შემოწმებაა
4, ის საერთოდ არ სვამს ყავას და ძალიან იშვიათად სვამს ალკოჰოლს
5, როცა თინეიჯერი იყო, იღებდა ნარკოტიკებს: მარიხუანას და კოკაინს.
6, თინეიჯერობაში ნაყინის გამყიდველად მუშაობდა. ახლა ვეღარ იტანს ნაყინს.
7, ობამამ პირობა მისცა მეუღლეს, რომ მოწევას თავს დაანებებდა, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა
8, ბარაკ ობამა ფლობს ესპანურ ენას
9, საარჩევნო პერიოდში ობამამ უარი განაცხადა საინფორმაციო არხების ყურებაზე და ჩართული ჰქონდა სპორტული არხები
10, ის ცაციაა.