ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: თუ გვინდა სწორხაზოვანი ქვესვლა, მთავარი რეკომენდაციაა ბუსტერი და პირბადე

[su_quote]ეპიდსიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს იყოს სწორხაზოვანი ქვესვლა. ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ – თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს გავზრდით და ასევე, სერიოზულად გავაძლიერებთ ბუსტერიზაციას, მაშინ პროგნოზია, რომ ივნისისთვის ჩვენ ჩამოვალთ ყოველდღიურ 1000 შემთხვევაზე. მაგრამ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. უნდა დავიცვათ ორი მთავარი რეკომენდაცია – პირბადე და აცრა. განსაკუთრებით, ხაზს ვუსვამ, ბუსტერი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ მიბრძანდნენ და გაიკეთონ მესამე აცრა, რადგან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბუსტერი ინფიცირებისგან იცავს დააახლოებით 60-80 პროცენტით და რაც მთავარია, ასევე იცავს გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უმორჩილესი თხოვნაა მოსახლეობისადმი ამ რეგულაციების დაცვა[/su_quote]

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

იტვირთბა....