“ისლამურმა სახელმწიფომ” დაადასტურა თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის ე.წ ჯიჰადი ჯონის სიკვდილი. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ბრიტანეთის მოქალაქის ჯონის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ISIS-ის პროპაგანდისტულ ჟურნალში გავრცელდა.
ტერორისტების ცნობით, მათი ლიდერი 2015 წლის 12 ნოემბერს კოალიციის დაბომბებს სირიის ქალაქ რაქაში შეეწირა.
ჯიჰადი ჯონი სისასტიკით გამოირჩეოდა თვით ტერორისტებს შორისაც. ის ხშირად ჩნდებოდა ISIS მიერ გავრცელებულ ვიდეოებში და ადამიანებს სიკვდილით სჯიდა. ჯიჰადისტმა 7 ტყვე კამერის წინ სიკვდილით დასაჯა.
ჯიჰადი ჯონის ერთ-ერთი მსხვერპლი ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი იყო, რომელსაც თავი მოკვეთა, მოგვიანებით კი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის კადრებით ინტერნეტით გაავრცელა, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.
https://www.youtube.com/watch?v=JvIYID5LSxk