[su_quote]შიმშილობის აქტი ტარდება იმისთვის, რომ ადამიანთა ყურადღება მიიქციოს. როცა ყურადღების მისაქცევ გზაზე კონკურენტულად პუტინის საათ-ნახევრიანი გამოსვლა გაქვს და აქედან გამომდინარე მოვლენები, ეს მარტივი არ არის. მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ. შიმშილობის დაწყების მიზეზი გავიგე – ციხეში ყოფნა ადამიანს არ მოსწონს, არ არის კარგი ციხეში ჯდომა, მაგრამ ვისურვებდი, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მომხდარიყო. მისი გადაყვანა დასავლეთის სანდო კლინიკებში უნდა მომხდარიყო და ამ ყველაფერს ავიცდებოდით[/su_quote]
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.