საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ,“ – განუცხადეს გამოცემას საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც დაგმო რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის ფაქტი.