ახალი ამბები სამართალი

გიორგი მასხულიაზე ძალადობის საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის საქმეზე  სამი ადამიანი – 1997 წელს დაბადებული თ.ქ., 1995 წელს დაბადებული ი.ა. და 1987 წელს დაბადებული დ.ბ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში, 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....