ახალი ამბები პოლიტიკა

მელია სააკაშვილზე: უვადო შიმშილობა საფრთხეებს შეიცავს, იმედი მაქვს ექიმს შეუშვებენ

საუბარია არა პატიმარზე, არამედ მძევალზე და ტყვეზე. რატომ ვეძახით ასე, არამხოლოდ მე არამედ სხვებიც. ტყვე ხარ, როდესაც შენ გამოკეტილი ხარ 4 კედელში ერთი ადამიანის ხუშტურის გამო. ტყვე ხარ, როდესაც არ გეძლევა უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. მაგალითისთვის ზარების შესაძლებლობა, რომელიც პატიმარს აქვს. მაგრამ არ აქვს ტყვეს. მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა, მას შემდეგ, რაც ფატალურად დაასრულა წინა შიმშილობის აქტი, რა თქმა უნდა შეიცავს საფრთხეებს. ამასთან მოთხოვნა არის ძალიან სამართლიანი, შეუშვან მასთან კვალიფიციური ექიმი, რასაც ამდენი ხანია სააკაშვილი და საზოგადოება ითხოვს. მე იმედი მაქვს, უფრო სწორედ მინდა მქონდეს, რომ მასთან საკანში ექიმს დაუშვებენ. ექიმს, რომელიც მას ჯანმრთელობის დასაცავად სჭირდება
აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეიდან უვადო შიმშილობა გამოაცხადა.
იტვირთბა....