უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, დონბასში მოროდიორებმა იმ ბინების მასობრივი ძარცვა დაიწყეს, რომელთა მაცხოვრებლებიც რუსეთში არიან ევაკუირებული. როგორც გერაშენკო Telegram-ის საკუთარ გვერდზე წერს, დონეცკის ოლქში 56 ბინაა გაძარცვული, ხოლო მაკეევკაში 42.
“მოროდიორებს ბინების აფეთქება შეეძლოთ არა შემთხვევითობის პრინციპით, არამედ, მიზანმიმართულად, ევაკუირებულთა სიების გამოყენებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
გერაშენკო ასევე დასძენს, რომ “უკრაინელებს დონბასში ძალის გამოყენებით აიძულეს საკუთარი საცხოვრებლების დატოვება”.
რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საზღვარი სულ 61 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.