საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 775 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 32 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა19 242 პაციენტი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში, ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციაა ნარჩუნდება.
კვლევა ტესტით18 351 პირს ჩაუტარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 26,02 პროცენტია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 585 პაციენტი იმყოფება; კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 896-ია, ხოლო კარანტინის რეჟიმშია 12 ადამიანი.
ქვეყანაში სულ 2 797 346 ადამიანია აცრილი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 342-ია.