დავით პოპოვი, ეს ის ადამიანია, რომლის გვარი ბოლო ორი დღეა აქტიურად ჟღერდება მედიაში, როგორც მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას ახლობელი.
“მეტრონომი”, პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით უკვე წერდა, რომ გამოძიების მიერ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის დროს მანქანაში ვინმე პოპოვი და მისი მეუღლე ეჯდა.
როგორც ცნობილია პოპოვი, კუჭავას ადვოკატს ნათია კორკოტაძეს ხვდებოდა და ამ შეხვედრას ის ფარულად იღებდა, რა დროსაც მოულოდნელად დატოვა ტერიტორია და ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემა არ ისურვა.
დიღმის მასივში პოპოვი გზაზე გადადოდა და ცდილობდა ჟურნალისტებისთვის თავის არიდებას, თუმცა ტელეკამერები უკან გაჰყვნენ. იგი ჩაჯდა ავტომობილში, და მედიის დაჟინებული თხოვნით, ბოლოს და ბოლოს კითხვას პასუხი გასცა, რომ კუჭავამ ავტომაქანაში მოიკლა თავი.
– ბატონო დავით, იცნობდით კუჭავას? – დაედევნენ მას ჟურნალისტები
– “რა გინდათ, დამანებეთ თავი… მოიკლა თავი იმ კაცმა… სულ ორჯერ მყავს ნანახი” – განაცხადა პოპოვმა, მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა.
https://youtu.be/hprrSCIfVJo