ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია გოლიაძის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილი აღარ არის.
როგორც ექიმი ამბობს, პაციენტების დიდ ნაწილს, კოვიდვაქცინა გაკეთებული არ აქვს.
“რეანიმაციაში ადგილი საერთოდ არ გვაქვს. თერაპიული და პედიატრიული განყოფილებები ძალიან დატვირთულია. მათი დიდი ნაწილი, რამდენადაც ვიცი ვაქცინირებული არ არის. 20 პაციენტიდან, ერთია ვაქცინირებული. ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან. თუ ამას ვერ ვხვდებით, მაშინ რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თუკი 100 კვდება არავაქცინირებული და 1 კვდება ვაქცინირებული, სხვაობას ვერ ვხედავთ?” – განაცხადა ლია გოლიაძემ.