დანია თავისუფლად შეიძლება ჩაეწეროს მსოფლიოს რეკორდსმენთა სიაში. გასულ წელს ქვეყანა ელექტროენერგიის 42 პროცენტი ქარის ენერგიით იყო უზრუნველყოფილი. როგორც The Guardian წერს, აღნიშნული მაჩვენებელი მსოფლიოში რეკორდულია. გასულ წელთან შედარებით, ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა დანიაში 3 პროცენტით გაიზარდა.
“ჩვენი ქვეყანა ყველასათვის მაგალითი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს მწვანე პოლიტიკა და უსაფრთხო ენერგომომარაგება განახლებადი ენერგიის წყაროებით”, – განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტმა.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მიღწევის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2015 წელი დანიაში საკმაოდ ქარიანი ამინდებით გამოირჩეოდა. ქვეყანას 2050 წლისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის 50 პროცენტის ქარის სადგურებიდან მიღება სურს.