ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, Covid-19-ისგან დარჩენილი რისკ-ფაქტორების მიუხედავად, დროა, ქვეყანამ ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისკენ დაიწყოს სვლა.
როგორც ფაუჩი “როიტერთან” ინტერვიუში აღნიშნავს, “არ არსებობს იდეალური გამოსავალი ერთი მხრივ, მოქალაქეების ინფექციისგან დაცვისა და მეორე მხრივ, პანდემიისგან გამოწვეული გადაღლილობის დასაბალანსებლად.
“მსოფლიო და შეერთებულ შტატები, განსაკუთრებით, მისი კონკრეტული ნაწილები ჯერ კიდევ მოცულია კოვიდით. მათ როგორღაც, საკუთარი ცხოვრება უნდა დაიბრუნონ. ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სხვლაა საჭირო”, – ამბობს ფაუჩი.
“როიტერის” ინფორმაციით, აშშ-ში კოვიდსტატისტიკა პოზიტიური ტენდენციისკენ მიდის, თუმცა, ქვეყანაში ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ინფექცის დღიურად 2 200 ადამიანი ეწირება.