ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კასპის საკრებულოში დაპირისპირება მოხდა

კასპის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. დეპუტატებს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, “ქართული ოცნების” და ოპოზიციის წარმომადგენელბს შორის სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, ადგიზლე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ – “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მათ ოპერატორს ტუჩი აქვს გახეთქილი, კორესპონდენტი კი შეუძლოდ გახდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ნონიაშვილი აცხადებს, რომ მან საკრებულოს კარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

იტვირთბა....