ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟორჟოლიანი: სოლიდარობა ჩემს კოლეგა იმედა დარსალიას, რომელსაც გადაცემა დაუხურეს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემა “ახა­ლი კვი­რის” წამ­ყვა­ნს, იმე­და დარსალიას სოლიდარობას უცხადებს.
“სოლიდარობა ჩემს კოლეგა იმედა დარსალიას, რომელმაც ალტ ინფოზე კრიტიკული სიუჟეტი გააკეთა და ამის გამო პირველ არხზე გადაცემა დაუხურეს”, – წერს ფეისბუქზე ჟორჟოლიანი და პოსტზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ნიშნავს სიტყვით “სირცხვილი”.
ცნობისთვის, გადაცემა “ახა­ლი კვი­რის” დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ არცერთი პროექტი არ დახურულა და გადაცემის გუნდი განახლებულ “ახალ კვირაზე” მუშაობს.
“საქართველოს პირველი არხი ეხმაურება მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახავ მიზანმიმართულ კამპანიას და კატეგორიულად აცხადებს, რომ არხზე არ დახურულა არც ერთი პროექტი, მათ შორის, “ახალი კვირა” და ამ დროისთვის გადაცემის გუნდის უკლებლივ ყველა წევრი არის მაუწყებლის ანაზღაურებადი თანამშრომელი. არხი მაყურებელს შესთავაზებს გადაცემის განახლებულ ფორმატს, რომელზეც სწორედ “ახალი კვირის” გუნდი მუშაობს”, – ნათქვამია საზმაუს განცხადებაში.
იტვირთბა....