ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პაკისტანში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

 

პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ტერორისტმა ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთ რეგიონში თავი პოლიციის საგუშაგოსთან აიფეთქა. დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.

თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელმა საგუშაგოს მოტოციკლეტი შეაჯახა.

აფეთქება ჯამრუდის რაიონში მოხდა, სადაც პაკისტანის არმია თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ ინტენსიურ სამხედრო ოპერაციას ატარებს.

ექიმების განცხადებით გარდაცვლილთა შორის ქალები და მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

იტვირთბა....