საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 405 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 42 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 24 409 პაციენტი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა ტესტით 48 595-მა პირმა ჩაიტარა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 29,64 პროცენტია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 818 პაციენტია, კლინიკურ სასტუმროში 1 013 ადამიანია მოთავსებული, კარანტინის რეჟიმში კი 16 პირი იმყოფება.
ქვეყანაში სულ აცრილია 2 791 310 ადამიანი.