ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა იყო შეცდომა, მასკარადია ეს პარლამენტი

“მე ამ პარლამენტის არ მჯერა. როგორც თავიდან ვამბობდი, ეს პარლამენტი არის მასკარადი-მეთქი, აზრი არ შემიცვლია. ახლაც ასე ვუყურებ ამ პარლამენტს”, – ამის შესახებ პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

გადაცემა პოლიტმეტრის წამყვანის კითხვაზე, პარლამენტში შესვლა იყო თუ არა შეცდომა, ჯაფარიძემ უპასუხა:

“კი, რა თქმა უნდა. ჩემი გადმოსახედიდან, თავმოყვარეობის ამბავიც არის – რაღაცაზე [შარლ მიშელის დოკუმენტი] ხელი მოვაწერეთ, სადაც ეწერა, რომ იმათ უნდა შეესრულებინათ ხუთი პირობა და ჩვენ ერთი – რომ უნდა შევსულიყავით. იმათმა ხუთივე პირობა თავზე დაგვახიეს. მე არ მჯერა, რომ ამ პარლამენტში შეიძლება გავიდეს რაიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ამ ქვეყანაში ადამიანებს მისცემს მეტ თავისუფლებას და შეამცირებს ამ ხალხის ძალაუფლებას. პატარ-პატარა სისულელეები შეიძლება გავიდეს, ვიღაცებს შეიძლება შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ აი, ეს გავიდა, ის გავიდა, მაგრამ ვერც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეამცირებს იმათ ძალაუფლებას და გაზრდის ადამიანების თავისუფლებას, ეს პარლამენტი სანამ იარსებებს, ვერ გავა. ისინი არაფერს არ დათმობენ, არ დათმობენ არც ერთ გოჯს საკუთარ ძალაუფლების, ეგეთი ხალხია, ეგეთი სისტემაა, ეგეთი სისტემა დახვდათ, ეს სისტემა კიდევ უფრო გამართეს, მეტი ძალაუფლება ჩაიგდეს და მათ შეიძლება ეს მხოლოდ ძალით წაართვა” – აღნიშნა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....