ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა სცემს პასუხს

“როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა, ბუნებრივია, სცემს მას პასუხს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი შესაძლოა, ოპოზიციის მხრიდან მონანიება იყოს.
“ჩვენ რომ გვქონოდა ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა, დაახლოებით 4-5 თვის წინ შეგვეძლო დაახლოებით 50 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა, ეს არ გავაკეთეთ. ორჯერ არ გავაკეთეთ ასეთი რამ. მონანიება სამართლებრივადაც არის ხოლმე შემსუბუქების საფუძველი. მით უმეტეს, როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებ, რა თქმა უნდა, მონანიება და სისტემის წინააღმდეგ არ დაპირისპირება შეიძლება გახდეს შენი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”, – ამბობს კობახიძე.
იტვირთბა....