aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

სანიკიძე: უნდა გაკეთდეს მოძრაობა, საერთოდ არაფერი სახელი არ უნდა დაერქვას, თან, ილია ჭავჭავაძის თეზისია ეს

ოპოზიციამ შეუძლებელი უნდა მოახერხოს – უარი უნდა თქვან თავიანთ პარტიულ ინტერესებზე, ნუ დაშლიან, გადაწიონ უკან და გაკეთდეს დიდი მოძრაობა. ამის გამოცდილება არის, სხვათაშორის, საქართველოში სულ კოალიცია იგებდა. წყლის ბუნება უნდა ჰქონდეს – შემდინარე და გამდინარე, ვიღაცა შედის, ვიღაცა გადის; პოლიტიკური ჯგუფები, კერძო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერდნენ, საზოგადოებრივი ცენზის მქონე ადამიანები. ასეთი უნდა გაკეთდეს. მე რომ მკითხოთ, საერთიდ არაფერი სახელი არ უნდა დაერქვას, მარტო ეს უნდა დაერქვას – “მოძრაობა”. თან ილია ჭავჭავაძის თეზისია ხომ ეს
ამ ინიციატივით გამოვიდა ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში.
იტვირთბა....