aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: ომიკრონის ტალღამ დაღმასვლა დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ომიკრონის ტალღამ დაღმასვლა დაიწყო და მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი იმის თქმა, თუ რამდენად არის პიკი გადალახული.

“დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000- ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ ომიკრონის ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც ასევე აღინიშნება. კვირის ბოლომდე ვნახავთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი”, – აცხადებს “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით გაბუნია.

იტვირთბა....