მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პესკოვი განმარტავს, რა პოზიცია აქვს პუტინს ლუგანსკის და დონეცკის აღიარებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა, რა პოზიცია აქვს ვლადიმერ პუტინს უკრაინის ორი სეპარატისტული წარმონაქმნის – დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, რუსეთის დუმამ ახლახან დადგენილება მიიღო, რომლითაც პუტინს დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა.

“პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო დუმის დეპუტატების მიმართვა, მაგრამ მთავარ ამოცანად მინსკის შეთანხმების შესრულება მიაჩნია. ცხადია, აღიარება შესაბამისობაში არ მოდის მინსკის შეთანხმებასთან. ეს ნამდვილად ასეა”, – განაცხადა პესკოვმა.

 

 

 

იტვირთბა....