ბანკები

ვითიბი ბანკსა და იტალიის საელჩოს შორის 10 წლიანი თანამშრომლობა გრძელდა

ვითიბი ბანკსა და საქართველოში იტალიის საელჩოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ვითიბი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს საელჩოს მიერ, 2022 წელს, საქართველოში ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებს. 

აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს იტალიური კულტურის გაცნობას საქართველოს მოსახლეობისთვის და მის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას. 

ვითიბი ბანკი, 2011 წლიდან არის იტალიის საელჩოს მხარდამჭერი. ამ თანამშრომლობის შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, გამოფენები: „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“, „ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ , „რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“, “Evidence. A New State of Art”, ექსპოზიცია „მარადიულო რომი“, გამოფენა მიძღვნილი იატლიური მოდის 60 წლის იუბილესადმი, თანამედროვე ბალეტის მსოფლიო პრემიერა „ბიატრიჩე“  და სხვა.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველ  მაყურებელს კიდევ არაერთხელ მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს იტალიური ხელოვნების უნიკალურ მრავალფეროვნებას – განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა მაჭავარიანმა.

 

 

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 24 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

იტვირთბა....