ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

მიწისძვრა – გეოლოგიური მოვლენა თუ ღვთის სასჯელი – ბლიც-ინტერვიუ მამა პეტრესთან

დადის თუ არა ღამის კლუბებში, უნდა ჩატარებულიყო თუ არა 5 ივლისს ღირსების მარში და ა.შ. – “მეტრონომი” მამა პეტრე კვარაცხელიასთან ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ.

მეტრონომი: რა მუსიკას უსმენთ?

მამა პეტრე: როკი, ჯაზი, ბლუზი, ჰიპ-ჰოპი. უმეტესად ჯგუფებს ვუსმენ-ხოლმე. თავისთავად ცხადია, “ქვინი”. ჩემთვის ნომერ პირველი იქნება ფრედი მერკური, დიდი პატივს ვცემ ტინა თერნერს;

მეტრონომი: თქვენი აზრით, მიწისძვრა გეოლოგიური მოვლენაა თუ ღვთის სასჯელი?

მამა პეტრე: ესე რომ ვთქვათ, სახარება გვეუბნება, რომ ღვთის გარეშე თმის ღერიც არ ჩამოვარდება. მართლა მჯერა, რომ მაინც ყველაფერი ღმერთთან არის კავშირში. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება;

მეტრონომი: ღამის კლუბებში თუ დადიხართ?

მამა პეტრე: არასდროს ვყოფილვარ;

მეტრონომი: ვინ არის დღეს საქართველოში ნომერ პირველი ავტორიტეტი?

მამა პეტრე: არ მყავს. მოსახლეობისთვის გააჩნია, ზოგისთვის, შეიძლება ივანიშვილი იყოს, ზოგისთვის სააკაშვილი. უმეტესობისთვის უწმინდესი შეიძლება იყოს და ა.შ.;

მეტრონომი: ბოლოს რა ფილმს უყურეთ?

მამა პეტრე: მონაზონი;

მეტრონომი: თქვენი აზრით, დაცულია თუ არა საქართველოში ლგბტქ ადამიანების უფლებები საქართველოში და უნდა ჩატარებულიყო თუ არა 5 ივლისს ღირსების მარში?

მამა პეტრე: მათი უფლებები დაცული არ არის. აქედან გამომდინარე, 5 ივლისს მარში არ უნდა ჩატარებულიყო, რადგანაც იქნებოდა მსხვერპლი და დავინახეთ, რომ იყო ძალიან დიდი ძალადობა, შეხლა-შემოხლა და არასასიამოვნო ქმედებები განხორციელდა და ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო, მარშის არჩატარება და ვერც ჩაატარეს;

მეტრონომი: თქვენი აზრით, როგორ შევლენ ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი?

მამა პეტრე: ბიძინა ივანიშვილი საერთოდ შევა თუ არა ისტორიაში, არ ვიცი. ივანიშვილი ისტორიაში შევა, როგორც იმედგაცრუება. მიხეილ სააკაშვილს შემიძლია, ობიექტურად ვუწოდო უდიდესი ენერგია, რომელიც თავის თავში არასწორად გამოიყენა;

მეტრონომი: თქვენი ჰობი რა არის?

მამა პეტრე: კითხვა მუსიკა, მოგზაურობა, თავგადასავლები, ცნობისმოყვარეობა და ა.შ.

მეტრონომი: თვლით თუ არა თავს შეჭირვებულ ადამიანად?

მამა პეტრე: არა;

 

იტვირთბა....