ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შემდეგ თბილისში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა ავრცელებს.
“გარდაიცვალა გენადი ბესტაევი.
ოკუპანტებო!!!
თქვენ ხართ მკვლელები.
ვინც კი რუსეთს ერთი სიტყვით დაიცავთ, თქვენი დედებს შევ**ი უკუნითი უკუნისამდე”, – წერს ქაცარავა ფეისბუქზე.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა 2019 წელს, სოფელ ზარდიაანთკარიდან გაიტაცეს. მას ფაქტო რეჟიმმა სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალის ციხეში ბესტაევს ინსულტი განუვითარდა. ის
თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2021 წლის 16 ნოემბერს გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ბესტაევი ბოლო თვეების განმავლობაში კომატოზურ მდგომომარეობაში იმყოფებოდა.