საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 315 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 55 ადამიანი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კვლევა ტესტით 50 058 პირს ჩაუტარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,59 პროცენტია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 974 ადამიანი იმყოფება, კლინიკურ სასტუმროში 1 261 პირია, კარანტინის რეჟიმში კი 10 ადამიანი რჩება.
ქვეყანაში აცრილია 2 783 856 ადამიანი.