ახალი ამბები საზოგადოება

გამყრელიძე: ქვეყანა ახალ ანტივირუსულ წამალს ელოდება – გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ახალი, ანტივურუსული პრეპარატი შემოვა, რომელსაც გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს.

“ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს. არის “ფაიზერის” ინოვაციური პრეპარატი, რომელსაც გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს. მოლაპარაკებები მიდის და უკვე დაზუსტებულია, რომ ქვეყანამ ეს პრეპარატი უნდა მიიღოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....