ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წილოსანი: ჩვენი ოპონენტები მხოლოდ ეკრანების წინ “ტრიპაჩით” არიან დაკავებული

მაშინ, როდესაც ჩვენი ქმედებებით ყოველ ჯერზე ვზრდით პოლიტიკურ კულტურას და ვცდილობთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ამ დროს, ჩვენი ოპონენტები პარლამენტის შტურმით აღებით, დესტრუქციული ქმედებებით, დემოკრატიის ბოიკოტირებით, ქუჩაში დგომით და მხოლოდ და მხოლოდ, ეკრანების წინ ტრიპაჩით არიან დაკავებული. მაგრამ ყოველ ჯერზე მოგიწევთ აღიაროთ, რომ ხართ რადიკალური ოპოზიცია, რომ გაქვთ უგუნური პოლიტიკური ნაბიჯები და თითოეულ თქვენს უგუნურ პოლიტიკურ ნაბიჯს ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ჩვენი საზოგადოება. ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, რამდენად თანმიმდევრული და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა არის ჩვენი მხრიდან გატარებული და რამდენად უგუნურ და რადიკალურად დესტრუქციულ პოლიტიკას ატარებთ თქვენ

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

იტვირთბა....