ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენერგოომბუდსმენი: მგონია, რომ ამონაწერში იყო შეცდომები, სამიანის მაგივრად ცხრიანი და ა.შ.

“იყო არარეალურად მაღალი ხარჯები”, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “ბიემჯის” გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას  “თელმიკოს” ქვითრებზე საუბრისას აღნიშნა.

“ეს ისტერია ორი ქვითრის თემიდან დაიწყო, რა დროსაც მომხმარებელმა დეკემბრისა და იანვრის თვეებში ერთი ქვითრის ნაცვლად ერთდროულად ორი მიიღო. ქვითრებში ნამდვილად მომხმარებლის ხარჯი იყო ასახული, რომელსაც ვერსად გაექცეოდა, უბრალოდ ეს მხოლოდ ორ თვეზე გადანაწილებული არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იყო არარეალურად მაღალი ხარჯები, ერთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართისთვის 900 კილოვატ-საათის მოხმარება თვის განმავლობაში, ცოტა არარეალურია, ერთი შეფასებით მგონია რომ აქ იყო ამონაწერში შეცდომები, მაგალითად 2-იანის მაგივრად 8-იანი , ან 3-იანის ნაცვლად 9-ნი და ასე შემდეგ”, – განაცხადა ვარდიაშვილი.

ენერგოომბუდსმენის განმარტებით, რახან აღრიცხვიანობის სისტემა ნორმატიული აქტის შესაბამისად ძირეულად შეიცვალა, კომპანიას სხვა გზა არ ჰქონდა, 2021 წლის ხარჯი როგორმე უნდა ჩაეხურა.

“მოგეხსენებათ, ელექტროენერგეტიკაში მოქმედებს სამსაფეხურიანი ტარიფი. ამ ტარიფების გაერთიანება რომ მოგვეხდინა მოხდებოდა სრული დარღვევა, შესაბამისად კომპანიამ მოძებნა მხოლოდ ერთი გამოსავალი, რაც ორი ქვითრის თემას გულისხმობს”, – ამბობს ვარდიაშვილი.

ცნობისთვის, სემეკმა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, მოქალაქეებს კი მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.

 

იტვირთბა....